weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქუთაისის საკრებულოში დეპუტატების ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

18:50 ოთხშაბათი, 19 სექტემბერი 2018
ფოტოზე გიორგი უკლება ფოტოზე გიორგი უკლება

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის მომხდარ დაპირისპირებას, რა დროსაც გიორგი უკლება ცემეს, შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. შსს-ს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

დაპირისპირების მიზეზი, სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი უკლებას მიერ Facebook-ში გამოქვეყნებული პოსტები გახდა, სადაც ის „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს და მის ამომრჩევლებს აგინებს.

„ქუთაისი პოსტის“ ინფორმაციით, სხდომათა დარბაზში, გიორგი უკლებას „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს მაჟორიტარი წევრი იმედა საღინაძე დაუპირისპირდა, რის შემდეგაც ხელჩართული ჩხუბი დერეფანში გაგრძელდა. ჩხუბში უმრავლესობის დეპუტატები კახა ბოჭორიშვილი და ნიკოლოზ ჩეჩელაშვილიც ჩაერთვნენ.

„რამდენი ითქვა, თუ დაიწერა სალომე ზურაბიშვილზე და მეც ვიტყვი მასზე ორ სიტყვას: სალომე ზურაბიშვილს მო...ან ამომრჩეველი“, - წერდა 10 სექტემბერს გიორგი უკლება.

უკლება მიიჩნევს, რომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, რადგან ისინი ქვეყნის მოღალატეები არიან. მისივე თქმით, მასზე თავდასხმის მიზეზი არა ზურაბიშვილზე დაწერილი პოსტი, არამედ ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას მიმართ მისი კრიტიკული დამოკიდებულება გახდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]